reportiori.ge - „ლევილის მამული საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა“ - ლევილს ვიბრუნებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:57
პრეს-დაიჯესტი
„ლევილის მამული საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა“ - ლევილს ვიბრუნებთ
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 20:45


საქართველო ლევილის მამულს იბრუნებს - შეთანხმება უკვე თითქმის მიღწეულია და ისიც ცნობილია, რომ მამულში, აკადემიის სახით, სპეციალური დაწესებულება გაიხსნება, სადაც ქართველი მკვლევარები ისტორიულ - სამეცნიერო-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ.


ფრანგულ მხარესთან შეთანხმების დეტალებსა და მიმდინარე პროცესებზე, "კვირის პალიტრასთან" სახელმწიფო მინისტრი დიასპორას საკითხებში გელა დუმბაძე საუბრობს:


- მიხარია, რომ პროცესი, რომელიც 20 წელიწადზე მეტხანს გრძელდება, - ლოგიკური დასასრულისკენ მიიწევს. შარშან მთავრობამ ლევილის მამულის წინასწარი შეფასებისა და დიაგნოსტიკისთვის 107 ათასი ევრო გამოყო. პირველი რესპუბლიკის მეთაურთა ანდერძის თანახმად, ლევილის მამული საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.


- საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად როდის გაფორმდება?

- ბედნიერი ვიქნები, თუ საბოლოო გადაწყვეტილება წლის დასრულებამდე იქნება მიღებული. ვფიქრობ, ამის წინაპირობა უკვე არსებობს. გადმოცემის შემდგომ, სამუშაო პროცესზეც შეთანხმება მიღწეულია - ლევილის მამულში შემოქმედებითი სიცოცხლე ყიველთვის აქტიური გახლდათ. მოწყობის მოდელზე ჩამოყალუბებისას, საბაზისოდ ვილა მედიჩის მაგალითს გავითვალისინებთ. ეს ნიშნავს, რომ როტაციის წესით აქ ჩაერთვებიან ქართველი მაგისტრანტები და დოქტორნატები, რომლებიც ქართულ-ფრანგულ კულტუროლოგიურ თემებზე იმუშავებენ. მათი შერჩევის პროცესში კი, კულტურისა და განათლების სამინისტროები ჩაერთვებიან. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა - ჩვენი წინაპრების კეთილი ნება განხორციელდება და ლევილის მამული საქართველოს გადმოეცემა. ვფიქრობ, ქვეყნისათვის რომელსაც დროებით ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, - ევროპის შუგულში 5000 კვადრატული მეტრის დაბრუნება, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა.


- რაც შეეხება დიასპორაში არსებულ პრობლემებს, მიგრანტებთან მიდგომების განახლებას არ გეგმავთ?

- უახლოეს დღეებში უწყებათაშორისი შეხვედრა გამართება, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ. მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის უფასო სამედიცინო კვლევის ჩატარებაზე, არაკომერციული ტვირთის განბაჟების საკითხსა და მიცვალებულთა გადმოსვენებაზე.


- ეს ინიციატივა წინასაარჩევნო პროცესს ხომ არ უკავშირდება?

- ჩვენ აქამდეც პერმანენტულად, ღიად და საკმაოდ მწვავედ ვსაუბრობდით დიასპორაში არსებულ პრობლემებზე. ბუნებრივია, ყველაფრის ერთბაშად შეცვლისთვის საკმარისი ფინანსური რესურსიც არ არსებობს. ინიციატივის გახმაურების შემდეგ, სხვადასხვა პროფილურ სამინსტროდან მაღალი რანგის მოხელეებს ვიწვევთ და მათთან ერთად კომლექსურად განვიხილავთ დიასპორის წინაშე არსებულ ყველაზე აქტუალურ პრობლემებს. მაგალითად, წელიწადში დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის გამოყოფაა საჭირო, რომ საზღვარგარეთიდან მიცვალებულთა გადმოსვენების პრობლემა გადავჭრათ. ამ საკითხზე, კოლეგებისაგან პოზიტიური აღქმა გაგვაჩნია.


- არადა, ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდი თქვენი უწყების გაუქმებაზე საუბრობდა.

- ამ კონკრეტულ საკითხზე, პირადად ინფორმაცია არ გამაჩნია. ყველაფერს უნდა გააჩნდეს თვისი ლოგიკა და მოტივაცია. თუმცა, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას, მაგრამ ვიდრე მსგავს თემებზე ისაუბრებენ, იქნებ რამდენიმე წუთით მაინც ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე შევიდნენ და ნახონ, თუ რას აკეთებს ჩვენი უწყება. ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც არასდროს წარმატებულია. აღსანისნავია, რომ ჩვენს დიასპორაში არასწორი მიდგომების პრობლემაც არსებობს. მაგალითად, ემიგრანტების ნაწილი ყოველ შეხვედრაზე კითხულობს, თუ კონკრეტულად რას აკეთებს მათთვის სამშობლო? არადა, მაგლითისათვის, ისრაელის სახელმწიფო საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს ყოველდღიურად გზავნილებს უგზავნის, რას აკეთებ შენი სამშობლოსთვის დ იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც შენს არ ყოფნაში, სამშობლოს საზღვრებს იცავსო?!


- რას ითხოვთ ადამიანებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ ძირითადად მომვლელებად და ფიზიკურად მუშაობენ საქართველოში ოჯახების სარჩენად?

- რა თქმა უნდა, არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანების ღვაწლი სოციალური გმირობის ტოლფასია. სხვათა შორის, დიასპორასთან შეხვედრისას ყოველთვის ვცდილობ ადგილობრივ ხელისუფლებასაც ვთხოვო, პატიოსანი ქართველებისა და ციხეში მყოფი თანამოქალაქეების დიფერენცირებას.


- ცოტა ხნის წინ, "გაზპრომის" საკითხზე დიასპორისთვის გაზიარებული თქვენი მოსაზრებები თანაგუნდელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დღესაც ფიქრობთ, რომ რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ბუნდოვანია და მეტ განმარტებას საჭიროებს?

- "გაზპრომთან" თანამშრომლობა იქნება ეს თუ ქვეყნისათვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, სათანადო კომუნიკაციას და განხილვას საჭიროებს, რათა საზოგადოებაში რაიმე სახის ეჭვი გამოირიცხოს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016