reportiori.ge - „დაიწყო ახალი კამპანია, რომ პრეზიდენტს სამშობლო სძულს“- მარგველაშვილი გოგი თოფაძის განცხადებას ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:32
პოლიტიკა
„დაიწყო ახალი კამპანია, რომ პრეზიდენტს სამშობლო სძულს“- მარგველაშვილი გოგი თოფაძის განცხადებას ეხმაურება
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 22:20



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ იმ გამოსვლას ეხმაურება, სადაც   თოფაძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება დაუნებს შეადარა."


როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა, მის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო.


 

„კამპანა, რომელიც გუშინ დაიწყო, კამპანია ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო, ამ ლოზუნგით დაწყებული ახალი კამპანია, ჩემს წინააღმდეგ. ეს ხომ არ არის პირველი კამპანია, ჩვენ ეს ადრეც გვესმოდამე გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად და  დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა, რომ ქალები ციხეში იჯდნენ. როდესაც მე ვსაუბრობდი სახვადასხვა საკითხებზე დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არ არის პირველი კამპანიაეხლა ახალი ლოზუნგით გვაქვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო. მე მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება, ან მათი მიზეზის განსაზღვრა, არც ვუღრმავდები ამ საკითხებს. საწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის. ეს პიარის ნაწილია, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ რეალურად ხომ კრიტიკა არ ისმოდა,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016