პარტია „ბედნიერი საქართველოს" ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ინგა გრიგლიასთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილი ნამდვილად საქართველოს პატრიოტია.
„მე ივანიშვილს პირადად ვიცნობ, მაგრამ მასზე ინფორმაცია მე მაქვს მხოლოდ პრესიდან და იქიდან თუ რა გაუკეთა საქართველოს. ის ფილანტროფი და საქართველოს პატრიოტია. ამაზე მეტყველებს საქართველოსთვის დახარჯული მისი უზარმაზარი ფული. მე არ მინდა ვინმე ვაქო. ვიცი, რომ ძალიან მდიდარია და აქვს ქვეყნის განვითარების თავისი გეგმა. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს სურს რეალურად შეცვალოს საქართველო და აქვს კიდეც გარკვეული მიღწევა. საქართველო უფრო დემოკრატიული ქვეყანა გახდა. მას რომ ჩემზე ცუდი რეაქცია ქონოდა, რამე თვალთვალს, პრობლემას შევამჩნევდი, არაფერი მსგავსი არ ხდება. როგორც ჩანს ჩემს პოლიტიკაში შესვლაზე მას ნორმალური რეაქცია ქონდა"- აცხადებს ჩერნოვეცკი.