საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „გაზპრომის" საკითხი საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური ან ენერგეტიკული მნიშვნელობის მატარებელი არ არის.
"გაზპრომის" თემატიკა, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის არც მხოლოდ ეკონომიკა, არც მხოლოდ ენერგეტიკა. "გაზპრომის" თემატიკა არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკაც და ეკონომიკაც. სწორედ ამიტომ, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბდეს ჩარჩო ურთიერთობა, რომლის კონტექსტშიც იწარმოება "გაზპრომთან" ურთიერთობა.
მე არ ვამბობ, რომ ასეთი ქმედებებია გასატარებელი ზურაბ აბაშიძის შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ ეფექტურად თანამშრომლობს კულტურული და ეკონომიკური საკითხების ირგვლივ რუსეთის ფედერაციასთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.