პარლამენტარ გოგი თოფაძის განცხადებით, პარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ, იგი საქართველოს ყოფილ პემიერ- მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა, რომელმაც შენიშვნა მისცა.
„ჩემი ორი ტელეფონი არ ჩერდება, ხალხი იმდენად სწორად აფასებს ჩემს გამოსვლას. ბევრ რამეში დავეთანხმე პრეზიდენტის გამოსვლას, რაღაც საკითხებში მას კარგი გეზი აქვს აღებული. თუმცა, ბოლოს გავაკრიტიკე.
აღვნიშნე, რომ საზოგადოება პრეზიდენტის ყოველ სიტყვას აკონტროლებს. ის ვალდებულია სახელმწიფოს იმიჯი დაიცვას. როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ვერ თანხმდებოდნენ, მას საქართველოს იმიჯზე უნდა ეფიქრა.
გუშინ ვესაუბრე ბატონ ბიძინას, ის ცოტა ნაწყენი იყო, მისაყვედურა, რომ ასე მკვახედ არ უნდა მეთქვა. მაგრამ მე ჩემი ბუნება მაქვს და ყველაფერს ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ."- განაცხადა თოფაძემ გადაცემაში „პრიორიტეტი".