ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისი გუშინდელი განცხადების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს აღნიშნულ სიტყვებს დღესაც გაუმეორებდა.
„თქვენი აქცია ცნობილია არაერთხელ, თქვენ გყავთ დაქირავებული ხალხი, რომელიც გამოვა და ნებისმიერ თემაზე ილაპარაკებს, ამიტომაც ხალხს თქვენი არ სჯერა", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე „ჩვენში" ვის გულისხმობთ, დეპუტატმა უპასუხა:
„ნუ მაწყვეტინებთ, თორემ ყურსასმენს მოვიხსნი. თქვენ არხზე ვლაპარაკობ, ნუ მაწყვეტინებთ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თორემ შეწყდება... თქვენ ხართ ყველაზე არაობიექტური ტელეარხი, ეს უნდა იცოდეს ყველამ... ამიტომ, როცა იწყებთ რაღაცაზე საუბარს, ბოლომდე უნდა მიიყვანოთ...
ძალიან კარგად ვთქვი, მე აღვნიშნე ის, რაზეც ვაკრიტიკებ პრეზიდენტს და არა მარტო ამაზე, მას ბევრი რამე ვუთხარი და თქვენ ყველაფერი კარგად იცით. მზად ვარ ყველაფერი გავიმეორო..
მე მინდა, თქვენ ყველამ ნახოთ ეს ნაწარმოები, რომლითაც ჩვენმა პრეზიდეტმა საქართველოს მოსახლეობას დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, დაუნები, დებილები...
დაუნს ვიტყვი, თუ დებილს, აქ დიდი სხვაობა არ არის." - განაცხადა გოგი თოფაძემ.