reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ვალია, წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:36
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ვალია, წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 11:51


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის „ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისი მართლაც სრულიად განსაკუთრებული ქალაქია და ჩვენი ვალია, წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ.



პრემიერის განცხადებით, ახალი პროექტი საშუალებას იძლევა, „მივხედოთ და მოვუაროთ თბილისს, აღვადგინოთ ძველი უბნები და მათ ახალი ენერგია ჩავბეროთ".



თბილისი მართლაც სრულიად განსაკუთრებული ქალაქია, განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებული ადამიანებით და ჩვენი ვალია, რომ წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ, ახალი ენერგია შევძინოთ. განვავითაროთ ტურიზმი, ეკონომიკა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ქალაქი გახდეს იმედის მომცემი, საინტერესო, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ჩვენი ქალაქის ვიზიტორებისთვის, ტურისტებისთვის იყოს ეს ქალაქი მიმზიდველი და ძალიან საინტერესო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016