reportiori.ge - შტეფან ფულე და ქეთრინ ეშტონი განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:57
პოლიტიკა
შტეფან ფულე და ქეთრინ ეშტონი განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 14:24

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონი და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კომისარი, შტეფან ფულე საქართველოსა და ევროკავშირს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"სიხარულით ვადასტურებთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ სამომავლო შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის ჩათვლით) თაობაზე მოლაპარაკებების არსებით დასრულებას. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან გამართულ შეხვედრებზე ჩვენ გამოვთქვით მადლიერება მოლაპარაკებებში მონაწილე საქართველოს მხარის წარმომადგენელთა მიზანმიმართულობის გამო, რომლებიც თავდაუზოგავად და ენერგიულად მუშაობდნენ მოლაპარაკებების დაწყების პირველივე დღიდან", - ნათქვამია ეშტონისა და ფულეს ერთობლივ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ეს უკიდურესად მნიშნველოვანი ეტაპია და საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად დააკავშირებს ევროპასთან.

"ეს გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც ევროკავშირისათვის, ასევე საქართველოსთვის და გზას უხსნის ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებზე, პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ ყოვლისმომცველ მოდერნიზაციასა და რეფორმებს. ეს შეთანხმება უშუალო ზეგავლენას იქონიებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ევროკავშირთან დაახლოებს საქართველოსა და მის ყველა მოქალაქეს. ის აეწყობა არსებულ მჭირდო თანამშრომლობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. ვულოცავთ ორივე მხარის ყველა წარმომადგენელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი შედეგის მიღწევაში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016