reportiori.ge - მამუკა მდინარაძე: თანამდებობის პირების სახელით არაერთმა ადამიანმა გამოსძალა თეიმურაზ წივწივაძეს თანხა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:12
სამართალი
მამუკა მდინარაძე: თანამდებობის პირების სახელით არაერთმა ადამიანმა გამოსძალა თეიმურაზ წივწივაძეს თანხა
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 13:57



ადვოკატი მამუკა მდინარაძე კომპანია „ხიდის" დამფუძნებლის თეიმურაზ წივწივაძის დაკავების ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაკავებული არ უარყოფს დანაშაულს, თუმცა, საჭიროდ თვლის, გამოძიებამ დაადგინოს, რომ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა მისი სურვილი არ ყოფილა და მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამის შესახებ მდინარაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე განმარტა, რომ საქმეში ფიგურირს გარკვეული მაღალჩინოსნების სახელები, რომლებზე ინფორმაცია წივწივაძემ გამოძიებას უკვე მიაწოდა.


„ბატონი თეიმურაზი არ უარყოფს თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტს ზაჰესის ხიდთან მიმართებაში, თუმცა, ამისი გამომწვევი მიზეზები არა მითვისების განზრახვაში, არამედ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან იძულებით,  წივწივაძის პირადი ხარჯებით ნაწარმოებ მშენებლობებში და სხვა მსგავს ქმედებებში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამის გამო უწევდა კომპანია „ხიდს" ახალი ობიექტებისთვის გამოყოფილი თანხებით ძველი ობიექტების დავალიანებების დაფარვა.

 

სხვადასხვა თანამდებობის პირების სახელით არაერთმა ადამიანმა მოახერხა მისთვის თანხების გამოძალვა. სხვათაშორის, ერთი მათგანი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დაკავებულია. აქ საუბარია 240 000 ლარზე, 60 000 ლარზე და ასეთ დიდ თანხებზე. პირველი ასეთი ფაქტი იყო, როდესაც მას აიძულეს, რომ აეშენებინა „გრემის" სასტუმრო, სადაც წივწივაძეს მილიონი ლარის დახარჯვა აიძულეს. ამისი საბოლოო შედეგი იყო პრობლემები ზაჰესის ხიდთან დაკავშირებით. აუცილებელია, საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს", - განაცხადა მდინარაძემ.


ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის" დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.


საქმე ეხება ავჭალის  დასახლებაში არსებული ეგრეთ წოდებული „ზაჰესის ხიდის" და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი.



ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016