reportiori.ge - დათო ფერაძე: პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ, სანამ თამარ სანიკიძეს არ გადააყენებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:12
საზოგადოება
დათო ფერაძე: პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ, სანამ თამარ სანიკიძეს არ გადააყენებენ
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 14:43


პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დათო ფერაძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან თამარ სანიკიძის გადაყენებას ითხოვს. ამის შესახებ ფერაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მანამ სანამ თამარ სანიკიძეს არ გადააყენებენ, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციებს გამართავს.


„რამდენიმე დღის წინ თამარ სანიკიძემ კიდევ ერთხელ საგანგებოდ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ თითქოს პროფესიულ სქემაზე მიბმულია ხელფასები და პედაგოგებს ადეკვატური ანაზღაურება აქვთ. ვერ გავექცევით იმ რეალობას, რომ ლარში, ციფრებში გამოხატული თვალსაზრისით, ხელფასებმა მართლა მოიმატა, თუმცა, ამ მხრივაც საკმაოდ მიზერულად. რაც შეეხება დოლართან მიმართებაში: 2012 წელს საბაზო ხელფასი გახლდათ 190 დოლარის ეკვივალენტი, 2013 წელს მან ჩამოიწია 185 დოლარამდე, 2014 წელს - 177 დოლარამდე, 2015 წელს - 130 დოლარამდე. ხოლო, როდესაც სექტემბერში განხორციელდა მატება, ის მხოლოდ 150 დოლარს მიუახლოვდა. ამ ეტაპზე კი ხელფასი მხოლოდ 143 დოლარის ეკვივალენტია.

 

დაახლოებით ათი დღის წინ პრემიერ-მინისტრს მივმართეთ ოფიციალურად და მოვითხოვეთ სანიკიძის გადაყენება, რადგან სანიკიძე არაერთ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. სამწუხაროდ, მთავრობის ადმინისტრაციამ გამოიჩინა სრული შეუსაბამობა და ჩვენი მიმართვა რეაგირებისთვის გადაუგზავნა თამარ სანიკიძეს. ჩვენ ვითხოვთ თამარ სანიკიძის გადაყენებას და ამ მოთხოვნაზე პასუხის გაცემას მთავრობა თამარ სანიკიძეს აკისრებს!

 

ჩვენ ვეცდებით, ყველა პროტესტის ფორმას მივმართოთ და მოვაწყოთ აქციები მთავრობის ყოველი სხდომის წინ, სანამ თამარ სანიკიძეს არ გადააყენებენ", - განაცხადა ფერაძემ. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016