reportiori.ge - ნინო გიორგობიანი: ავტომანქანა, რომლის კადრებიც გავრცელდა, სუს-ზე რეგისტრირებული არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 06:08
სამართალი
ნინო გიორგობიანი: ავტომანქანა, რომლის კადრებიც გავრცელდა, სუს-ზე რეგისტრირებული არ არის
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 12:00



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის თქმით, დღეს მედიით გავრცელებულ კადრებში ასახული ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ეკუთვნის. ამის შესახებ გიორგობიანმა „კვირასთან" განაცხადა.


გიორგობიანი განმარტავს, რომ არც ავტომობილში მსხდომი პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

 

აღნიშნული მანქანა, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რეგისტრირებული. არც აღნიშნული პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და, ზოგადად, ჩვენს სამსახურს ამ სერიით მანქანები არ ჰყავს. შესაბამისად, კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას", - აცხადებს ნინო გიორგობიანი.


ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მოთხოვნა დაარეგისტრირა, რომელშიც მოითხოვს, მისი თანხმობის გარეშე ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორად არავინ დაინიშნოს. რეესტრიდან გამოსულმა გადაბაძემ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ მას ჯიპის ტიპის შავი მანქანა დაჰყვება და, მისი თქმით, ისინი სუს-ის წარმომადგენლები არიან.



წყარო: kvira.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016