reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: ვითომ გამოხატვის უფლებებს იცავენ და ამ დროს ჩვენს პატრიარქს მკრეხელურ ლექსებს უძღვნიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
პრეს-დაიჯესტი
ნიკოლოზ მჟავანაძე: ვითომ გამოხატვის უფლებებს იცავენ და ამ დროს ჩვენს პატრიარქს მკრეხელურ ლექსებს უძღვნიან
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 16:20


ვითომ გამოხატვის უფლებებს იცავენ, თითქოს რელიგიურ შემწყნარებლობას ქადაგებენ და ამ დროს ჩვენს პატრიარქს ცილიმწამებლურ, მკრეხელურ ლექსებს უძღვნიან", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილზე საუბრისას აცხადებს. როგორც მჟავანაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა, აღნიშნული ფაქტები მართლმადიდებლების შეურაცხყოფაა და კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლების გამოხატვასთან.


„საფეხბურთო კლუბი ერევნის „არარატი" აპირებდა აფხაზეთში წასვლას... სოციალურ ქსელში, პრესკონფერენციებით, ბრიფინგებით ერთი ამბავი ავტეხეთ და მივაღწიეთ იმას, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუნდი აფხაზეთში არ გაუშვა. არცერთ თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოს" - საია-სა და მისთანა ორგანიზაციებს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ და ერევნის „არარატის" აფხაზეთში ჩასვლის სურვილი არ გაუპროტესტებიათ! ვითომ გამოხატვის უფლებებს იცავენ, თითქოს რელიგიურ შემწყნარებლობას ქადაგებენ და ამ დროს ჩვენს პატრიარქს ცილიმწამებლურ, მკრეხელურ ლექსებს უძღვნიან. არ არის ეს მართლმადიდებლების შეურაცხყოფა? ყოველი საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ უწმინდესს საპატრიარქოსთან ბინძურ აქციებს უწყობენ, რას არ ეძახიან", - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016