პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
05 თებერვალი, 2016. 16:45
ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოს დაუმას შეხვედრის მთავარი თემები.
გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნიდერლანდების სამეფო, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტებს და თანამშრომლობას ინოვაციური განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ფლორ ნაუტენ-ელზინგა დაესწრო.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27