reportiori.ge - მანანა კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ერევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:55
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ერევა
05 თებერვალი, 2016. 17:19


არ წყდება საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მისივე დაარსებული პარტიის წარმომადგენლებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს. მისი ერთ- ერთი მთავარი ოპონენტი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი რეკომენდაციები დანაშაულად ითვლება. აქვს თუ არა ივანიშვილს უფლება, თავისივე დაარსებული პარტიის  წარმომადგენლებს რჩევები მისცეს?- ამ საკითხზე „რეპორტიორთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე საუბრობს. მისი თქმით,  პარტიაში, რომლის ლიდერი და დამფუძნებელი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი იყო, მისი აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომელსაც ამ პარტიის წარმომადგენლები ხშირად ითვალისწინებენ. კობახიძის თქმით, რჩევის სახით მიცემული რეკომენდაციების დანაშაულად აღქმა, სასაცილოა.


„ცოტა სასაცილოა, როგორ შეიძლება რეკომენდაციების მიცემა ან რაღაც საკუთარი აზრის გამოხატვა იმ ადამიანებთან, ვინც ამ პარტიის დაფუძნებაში სწორედ ბატონი ბიძინას ლიდერობით მონაწილეობდა, რაღაც ტიპის დარღვევად ან  დანაშაულად ჩაითვალოს? ასეთი  მიდგომა სრულიად ალოგიკური და არასწორია.

 

ბუნებრივია, ბატონი  ბიძინას აზრს, მის პოზიციას საკმაო გავლენა და მნიშვნელობაც აქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველივე დღიდან ამ ბრძოლაში მასთან ერთად იყო.  მისი ხელმძღვანელობით და  ლიდერობით დაფუძნდა „ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, დღემდე ბატონი ბიძინას მოსაზრება მნიშვნელოვანია.

 

ბიძინა ივანიშვილს ზოგადად საზოგადობაზეც აქვს გავლენა, ხალხი  მის აზრს უსმენს და როგორ შეიძლება, გავლენა პარტიის წევრებზე არ ჰქონდეს? - ეს რომ გითხრათ, იქნება ტყუილი.

 

მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს - არანორმალური  და არასწორი იქნებოდა. რა დანაშაულზე ვსაუბრობთ? -სასაცილოა. ბატონი ბიძინა, რა თქმა უნდა, არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, არავის საქმიანობაში არ ერევა. რაღაც თემაზე თუ კონკრეტულ მოსაზრებას იმ პარტიის წევრებს უზიარებს, რომლის  ხელმძღვანელი და ლიდერიც თავის დროზე  იყო, ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ.

 

ადამიანი შეიძლება  პოლიტიკიდან იყოს წასული, მაგრამ მისი აზრი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს. ეს ყველგან ხდება, რომ ყოფილ პოლიტიკოსებს, ყოფილ პარტიულ ლიდერებს, შემდეგ თავის თანამებრძოლებთან კომუნიკაცია და გარკვეულ აზრთა გაცვლა-გამოცვლა აქვთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და საგანგაშო ნამდვილად არ არის", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016