reportiori.ge - ანი მიროტაძე: გაქცეულ ბელადს ოდესაში რჩევების მისაღებად რომ აკითხავენ - აი, ეს არის დანაშაული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:45
პოლიტიკა
ანი მიროტაძე: გაქცეულ ბელადს ოდესაში რჩევების მისაღებად რომ აკითხავენ - აი, ეს არის დანაშაული!
05 თებერვალი, 2016. 18:21


„ნაციონალები" თავიანთ გაქცეული ბელადთან, რომელიც დღეს უკრაინაში ოდესის გუბერნატორია,  რჩევების მისაღებად ოდესაში რომ ჩადიან ხოლმე,- ეგ არაა დანაშაული? - ეს არის ჩემი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის" უაზრო ბრალდებაზე", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პრეტენზიას, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებულ ხელისუფლებას რეკომენდაციებსა და მითითებებს აძლევს. მიროტაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დანაშაული ის იქნებოდა, რომ ქვეყენაში არსებული პრობლემები პარტიისთვის მიებარებინა და ამ ყველაფერზე საბოლოოდ ხელი აეღო.

 

„ნაციონალები" რომ კონსულტაციებს გადიან სააკაშვილთან, რომელმაც თანამდებობის გამო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა, ჩემი აზრით, ეს არის დანაშაული. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში დანაშაული ის იქნებოდა, რომ  პასუხისმგებლობა, რაც ერთად ავიღეთ,  სრულად არ გაეზიარებინა და ეთქვა,  მე წავედი და ამ გამოწვევებსა და პრობლემებს თქვენ მიხედეთო.  ეს ნამდვილად იქნებოდა დანაშაული" , - განაცხადა ანი მიროტაძემ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016