reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: საჭიროა ჩამოვიდეს უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფი და მოახდინონ შესაბამისი მონიტორინგი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:22
პოლიტიკა
ვახტანგ მაისაია: საჭიროა ჩამოვიდეს უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფი და მოახდინონ შესაბამისი მონიტორინგი
05 თებერვალი, 2016. 18:48


პოლიტოლოგი, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პანკისში რუსეთის შეჭრის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს.  

 

„სამწუხაროდ, სავსებით რეალური სცენარია. პრეზიდენტმა ამაზე უკვე მოახდინა რეგირება - ჩაიყვანა ელჩები რეგიონში. ასევე საჭიროა ჩამოვიდეს უცხოელი ჟურნალისტების დიდი ჯგუფი და მათ მოახდინონ შესაბამისი მონიტორინგი. ამის უზრუნველყოფა და ორგანიზება კი უნდა მოახდინოს თავდაცვის სამინისტრომ. ეს აუცილებელია! ასევე უნდა ჩავიდნენ ქართველი ჟურნალისტებიც, მაგრამ აქცენტი უნდა გაკეთდეს უცხოელ ჟურნალისტებზე. მათ უნდა დააფიქსირონ ის ვითარება, რაც ამ რეგიონში არსებობს", - განუცხადა „რეპორტიორს" მაისაიამ.  


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას. აღნიშნული მოსაზრება ჯენსენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქვა, რომლის თანახმადაც „ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებს პანკისში წვრთნის. 


ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეულ დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია", - განაცხადა ჯენსენმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016