reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა, სამსახური, პრივილეგია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:48
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა, სამსახური, პრივილეგია...
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 02:04


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სამღვდელოების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მისთვის ამ ქვეყნიური კეთილდღეობა აზრს კარგავს, როდესაც უმთავრესს, მართლმადიდებლობას და მის სარწმუნოებას ებრძვიან.

 

უკვე 44 წლის ვარ, ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი გავნლიე, ვაღიარებ რომ წმინდანის ცხოვრებით არ მიცხოვრია. სამწუხაროდ, სრულად ქრისტიანული ცხოვრებითაც არ მიცხოვრია და 10 მცნებიდან რამდენიმე ბევრჯერ დამირღვევია, მაგრამ ჩემი რწმენისათვის არასდროს მიღალატია. თუმცა ადრე თუ გვიან ყველა გარდავიცვლებით და როდესაც უფლის სამსჯავროზე წარვსდგებით,  მჯერა,  რომ უფალი აუცილებლად გვკითხავს თუ რა გავაკეთეთ მაშინ, როდესაც უფლის სახლს (ეკლესიას) უტევდნენ, როდესაც ჭეშმარიტ რწმენას (მართლმადიდებლობას) ლანძღავდნენ, როდესაც ეკლესიის მეთაურს (პატრიარქს) ტალახს ესროდნენ.

 

დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენთაგანს, რომელსაც გიბრძოლიათ ჩვენი რწმენისათვის, ღირსეული პასუხი გექნებათ და ამიტომაც გულწრფელად მიყვარხართ ქრისტიანული და ძმური სიყვარულით. ყველაზე მეტად მახარებს ახალგაზრდები, რომლებიც ამ დღეებში მრავლად მოდიან და მზად არიან თავიანთი წინაპრების მსგავსად თავი გაწირონ ჭეშმარიტი რწმენისათვის. თქვენს შემხვედვარეს კიდევ უფრო მიმძლავრდება აზრი, რომ წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა, სამსახური, პრივილეგია თუ სხვა ამქვეყნიური სიამე, მთავარია უფალთან ვიყოთ პირნათელნი და ყველაფერი გავიღოთ წინაპრების სისხლით მოტანილი რწმენის დასაცავად. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არ არის არჩევნები, ეს არ არის  მიწიერი ცხოვრების საკითხი, ეს ყველაზე და ყველაფერზე აღმატებულია და მას სინათლის, სიწმინდის, ზნეობის, რწმენის და საქართველოს ბრძოლად ვთვლი ყველა იმ უწმინდურობის, სიბილწის წინააღმდეგ, რაც ბნელეთის ძალებიდან მომდინარეობს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა საქმეში.

 

P.S.ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;

მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!"- წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016