ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით კომპანია „ფრონტერას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაზის იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულის დასამტკიცებლად საჭიროა მილიარდობით ინვესტიცის განხორციელება.
"იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც და სხვადასხვა ქვეყანას, ვინც ნავთობის და გაზის მოპოვებით არის დაკავებული, არ გააჩნიათ. შეიძლება მიწის ქვეშ რაღაც გარკვეული მარაგები იყოს, თუმცა ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. დამტკიცების შემთხვევაში, მერე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი იქნება კომერციულად, ფინანსურად ბიზნესის თვალსაზრისით, ამ გაზის ამოღება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, "ფრონტერა" საქართველოში 20 წელია მოღვაწეობს და მათ მიერ წარმოდგენილ ლიცენზიაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ამ სამუშაოების განხორციელებაზე არაფერი წინადადება არ არის.
ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია "ფრონტერას" ინფორმაციას ეყრდნობა.