რუსეთ-საქართველოს, აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და „ქრონიკას"„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა. მისი თქმით, მაშინ, როცა გაერო-ს წარმომადგენელი ნილს სკოტი ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, ამ და მსგავსი შეხვედრების დეტალები მიუწვდომელია.
„ცოტა ხნის წინ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსა და გაერო-ს წარმომადგენელს ნილს სკოტს შორის შედგა შეხვედრა. ნილს სკოტი გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელია საქართველოში. როცა გაერო-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთში ჩადიან, ამ შეხვედრების დეტალური ინფორმაცია ჩვენთვის, სამწუხაროდ, მიუწვდომელია. ვიცით ის, რომ ნილს სკოტმა განაცხადა, გაერო აფხაზეთს დაეხმარება სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის პროექტების ფინანსურად განხორციელებაში. მოკლედ, ფულს მისცემენ აფხაზეთის არალეგიტიმურ ხელისუფლებას. როცა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩადიან, ჩვენთვის ეს შეხვედრები ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს, მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, მაგრამ საერთოდ არაფერს ეკითხებიან", - ამბობს მჟავანაძე.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: „კვირის ქრონიკა"