reportiori.ge - კახა კალაძე: „გაზპრომთან“ შეთანხმება მიღწეული არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:12
პოლიტიკა
კახა კალაძე: „გაზპრომთან“ შეთანხმება მიღწეული არ არის
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 10:41


ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ, არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „გაზპრომთან" შეთანხმება მიღწეული არ არის.



მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გარკვეული წლების განმავლობაში უკვე გვაქვს ურთიერთობები გაზპრომთან" ყოველწლიურად. ასევე, ელექტროენერგიის ყიდვის თვალსაზრისით და საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობებია ამ მიმართულებით. ეს არის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედი მინისტრები გარკვეული სირთულის მიუხედავად აშენებდნენ. ნამდვილად არ ვაპირებ დღეს ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ვიღაც ან რაღაცების ხარჯზე დავანგრიო.

ჩემი და სამინისტროს თითოეული თანამშრომლის პირადი ვალდებულება და მოვალეობაა, უზრუნველყოფა მოვახდინოთ იმ მოთხოვნების, რომელიც საზოგადოებაშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თვალსაზრისით", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.



მისი თქმით, „გაზპრომთან" მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


 

შეთანხმება ვერ არის მიღწეული და ამიტომ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მყარი შეხედულებები და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვიღოთ მაქსიმალური შედეგი ისევ და ისევ ჩვენი ხალხისთვის, დარგის განვითარებისთვის", - განაცხადა კალაძემ.


რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი უარს იტყვის საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდებაზე და სომხეთის უზრუნველყოფას ირანის მეშვეობით მოახდენს, კალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მათი მხრიდან ეს იყო გაჟღერებული.



რეალურად რომ შევხედოთ, დღეს ირანი სომხეთს ბუნებრივი აირის გარკვეულ მოცულობას აწვდის და სომხეთი მას ელექტროენერგიის სახით უბრუნებს. დღეს არის შესაძლებლობა, რომ ამ მილში მოხდეს 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის დამატებითი მოცულობების გატარება. ეს მთლიანად ვერ დააკმაყოფილებს სომხეთის მოთხოვნას, რადგან 2 მილიარდ კუბურ მეტრზე ცოტა მეტი ბუნებრივი აირის გატარება ხდება დღეს საქართველოს გავლით. თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციების განხორციელების შედეგად ამის შესაძლებლობა გაზპრომს" ექნება. თუმცა, ეს კიდევ უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე დღეს არსებული ტრანზიტი", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016