პოლიტიკა
კახა კალაძე: გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე კონსორციუმთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია
06 თებერვალი, 2016. 10:54
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აზერბაიჯანში ვიზიტზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. როგორც კალაძე ამბობს, ის შეხვდა „სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს და საუბარი შეეხო იმ გაზსაცავს, რომლის მშენებლობაც წელს იწყება.
„უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ კონსორციუმთან, რომ მოხდეს დამატებითი მოცულობების წამოღების შესაძლებლობა მილსადენიდან. კონსორციუმს, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიებია გაერთიანებული, 2011 წლიდან რამდენჯერმე მივმართეთ, რომ მოხდეს დამატებითი მოცულობების წამოღების შესაძლებლობა, თუმცა წერილობითვე უარს ვიღებდით და ახლა უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ და ვნახოთ, თუ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27