reportiori.ge - დავით ლორთქიფანიძე: „მაესტროს“ ირგვილ მიმდინარე პროცესებში პოლიტიკურ ინტერესს ვერ ვხედავ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:12
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე: „მაესტროს“ ირგვილ მიმდინარე პროცესებში პოლიტიკურ ინტერესს ვერ ვხედავ...
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 15:15


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ  „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნციაზე ტელეკომპანია „მაესტროს"  ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ლორთქიფანიძის თქმით,  ეს დამფუძნებლებს შორის გაჩენილი დავაა და ამაში პოლიტიკური ინტერესს ვერ ხედავს.


„ზოგადად ტელევიზიების თემა ძალიან სენსიტიურია, მით უფრო ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ქვეყანაში, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესია, პოლიტიკაზე  აჟიტირებული განწყობილებების გამოხატვის გარეშე დღე არ მთავრდება და არ იწყება. ამიტომ  ასეთი რყევები, რომელიც ნებისმიერ ტელეკომპანიაში შესაძლებელია წარმოიქმნას, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ტოვებს განცდას,  რომ თითქოს, ამის უკან რაღაც პოლიტიკური ინტერესები იკვეთებოდეს. გულწრფელად გეტყვით, მე ნამდვილად ვერ ვხედავ დღეს ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს. მითუმეტეს, თქვენ თავადაც ხედავთ, აქ დამფუძნებლებს შორის რაღაც გაურკვეველი დავაა, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ  სასამართლოში სარჩელი შევიდა, ბატონ გია გაჩეჩილაძეს მისი წილის, ასე ვთქვათ, კანონიერებას  ედავებიან.  გიორგი 25%-ს ფლობდა, ახლა 55% წილის მფლობელი გახდა  და  შემდეგ კომპანიაში  გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება  მოჰყვა და ა.შ... სწორედ ეს იწვევს გარკვეულ შეკითხვებს. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.  მთავარი ყურადღება სასამართლოს აქცენტებზე უნდა იყოს გადატანილი", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.


დავით ლორთქიფანიძე საზოგადოებასა და მედიაში გაჩენილ კითხვებს გამოეხმაურა - თუ რატომ შეხვდა გიორგი გაჩეჩილაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მისი თქმით, მოქალაქეს  უფლება აქვს კანცელარიაში მისვლისა და  მაღალი თანამდებობის პირთან შეხვედრის. 


„ვიცი, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნებია, თუ რატომ შეხვდა პრემიერ-მინისტრს გიორგი გაჩეჩილაძე, მაშინ როდესაც „მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ამერიკის ელჩს შეხვდა...  მერე რა, რომ გიორგი შეხვდა პრემიერ-მინისტრს, მით უფრო, როდესაც ისინი მეგობრები არიან წლების განმავლობაში.  კანცელარია იმისთვის არის, რომ მოქალაქეები მივიდნენ და თანამდებობის პირებს შეხვდნენ. თუ დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდება მოქალაქეს, ამაში   საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. 

საბოლოო ჯამში, ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა მხოლოდ და მხოლოდ თვალი უნდა მივადევნოთ მოვლენებს. ამ შემთხვევაში  ჟურნალისტების ვალდებულებაა, რომ თუკი შეამჩნევთ, რომ იქ რაიმე არაკეთილსინდისიერად მიდის, ამაზე ხმა აღიმაღლოთ. ამაზე საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, რათა არ შეიქმნას რომელიღაც მედიაჯგუფზე გარკვეული ზეწოლის  განხორციელების პრეცედენტი -მით უფრო, საარჩევნო წელს", - აცხადებს ლორთქიფანიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016