„თანამედროვე მსოფლიოში ვერცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ვერ გადაწყდება რუსეთის გარეშე", - რუსეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა. ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ამერიკელი დიპლომატი მოუწოდებს ვაშინგტონსა და მოსკოვს, შეიმუშაონ ურთიერთობის ახალი სტრატეგია.
„მრავალპოლარულ სამყაროში, რუსეთი უნდა განვიხილოთ, როგორც გლობალური თანაფარდობის უმნიშვნელოვანეს ელემენტად და არა ამერიკისთვის შესაძლო საშიშროებად. დღევანდელ მსოფლიოში ხიფათი, უფრო ხშირად, იქმნება არა კონცენტრაციის, არამედ სახელმწიფო ძალაუფლების დეზინტეგრაციის შედეგად წარმოქმნილი უმართავი ტერიტორიების ფონზე. ხელისუფლების ამ ვაკუუმის წინააღმდეგ ნებისმიერი სახელწიფო უძლურია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს. ამისთვის, საჭიროა მყარი თანამშრომლობა აშშ-ის, რუსეთისა და სხვა წამყვან ქვეყნებს შორის", - წერს ჰენრი კისინჯერი.
ჰენრი კისინჯერი ამ კვირაში რუსეთს ეწვია. ოთხშაბათს ნოვო-ოგარიოვოში იგი ვლადიმირ პუტინმა მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი აქამდე ათჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ