reportiori.ge - სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO-ს შორის შეთანხმება გაფორმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:23
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO-ს შორის შეთანხმება გაფორმდა
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 14:26

 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის  შეთანხმება გაფორმდა. 
დოკუმენტს  ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ტონი ალონზიმ მოაწერეს.
FAO ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას 2012 - 2022 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში, ასევე 2013 - 2015 წლების სტრატეგიულ სამოქმედო და საქართველოს ათასწლეულის განვითარების გეგმებში დასახული ამოცანების განხორციელებაში. 
   "პროგრამული ჩარჩო-დოკუმენტის ფარგლებში, მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ექვსი ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით: 
1. პოლიტიკის შექმნასთან დაკავშირებული დახმარება; 2. პოსტ-კონფლიქტურ გარემოში მოსახლეობის შემოსავლის წყაროს გაზრდა და სურსათის უსაფრთხოება; 
3. ცხოველთა ჯანმრთელობა; 4. მცენარეთა დაცვა; 5. სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა დაცვა; 6. სატყეო დარგი და მეთევზეობა."
  ამასთანავე,  FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, ტონი ალონზიმ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურა ჩეკურაშვილმა ,,ბრუცელოზის პრევენციის, კონტროლისა და ზედამხედველობის დახმარების პროექტს"  ხელი მოაწერეს.
"6 თვიანი პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეცხოველეობის სექტორის პროდუქტიულობას, ასევე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.  საწყის ეტაპზე, პროექტი იმუშავებს ორი ძირითადი მიმართულებით: ინსტიტუციური ვეტერინარული სერვისების განვითრების მხარდაჭერა და ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ბრუცელოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების მიზნით, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ ორწლიანი პროგრამა დაიწყება." -
განმარტავენ უწყებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016