თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეს-სპიკერ იბრაჰიმ კალინის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერთან დაკავშირებას ცდილობს.
„მას შემდეგ რაც გასული წლის ნოემბერში, ანკარას გადაწყვეტილებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ერდოღანი ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ერთი მხრივ, პუტინი თავს არიდებს ერდოღანთან კონტაქტს და, მეორე მხრივ, აცხადებენ, რომ ჩვენ არავინ გვეკონტაქტებაო. ასეთია რეალობა", - განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.
მისივე თქმით, რუსეთმა 29 იანვარს კიდევ ერთხელ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. ამას გარდა, თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, სირიაში რუსეთის ავიაიერიშების მიზანს არა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დაცვა წარმოადგენს.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა