„შეიძლება, მიწის ქვეშ გარკვეული მარაგები იყოს, თუმცა, ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციებია განსახორციელებელი", - ასე ეხმაურება კომპანია „ფრონტერას" მიერ გავრცელებული ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. „ფრონტერას" ინფორმაცით, აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. კახა კალაძე გუშინ სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს:
„შეიძლება, მიწის ქვეშ გარკვეული მარაგები იყოს, თუმცა, ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციებია განსახორციელებელი. ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, რამდენად სწორი იქნება ფინანსურად, კომერციულად, ბიზნესის თვალსაზრისით, ამ გაზის ამოღება. თქვენ იცით, რომ „ფრონტერა" უკვე 20 წელია მოღვაწეობს საქართველოში და მათ მიერ წარმოდგენილ მასალაში ამ სამუშაოების განხორციელების შესახებ წინადადება არ არის", - განაცხადა კალაძემ.