reportiori.ge - აუროვილი- ქალაქი, სადაც არ არის პოლიტიკა, რელიგია და ეროვნული განსხვავება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:05
სხვადასხვა
აუროვილი- ქალაქი, სადაც არ არის პოლიტიკა, რელიგია და ეროვნული განსხვავება
ავტორი:
07 თებერვალი, 2016. 22:34



აუროვილი ანუ „ცისკრის ქალაქი" - საერთაშორისო ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, რომელიც UNESCO-ს ეგიდით ვითარდება, მდებარეობს ტამილნადის შტატში ქალაქ პუდუჩერიის გვერდით. ქალაქის დამფუძნებლების განცხადებით, ის უნდა გახდეს ექსპერიმენტი ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნის, სადაც არ იქნება , პოლიტიკა და რელიგიური უპირატესობები.



დედამიწაზე სადღაც მაინც უნდა იყოს ქალაქი, სადაც არც ერთ ერს არ ექნება პრივილეგია და ყველა იქ მცხოვრები იცხოვრებს ისე თავისუფლად, როგორც მსოფლიოს მოქალაქე, რომელიც იცხოვრებს უზენაესი ჭეშმარიტების ხელმძღვანელობით" (ფილმიდანაუროვილი-ოცნება ღვთაებრივია").


აუროვილი ნამდვილად არსებობს!

1968 წელს ქალაქის დაარსების დღეს აქ მსოფლიოს სხვადასხა ადგილიდან ჩამოვიდნენ ადამიანები და თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მიწა ჩამოიტანეს. შემდეგ ჩაყარეს მარმარილოს ურნებში და მატრიმანდირის ახლოს დამარხეს. ახლა ეს საერთო თავშეყრის ადგილია. „მატრიმანდირი" ითარგმნება როგორც „დედა ტაძარი", რომელიც მიზნად ისახავს ადამიანები გაათავისუფლოს რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა შეზღუდვებისგან. ის აღმოცენებულია შრი აურობინდოს და მირა ალფასას სწავლებიდან. ესენი ინდოელი მამაკაცი და ფრანგი ქალი იყვნენ. ისინი მართავდნენ აშრამს, რომელიც შემდეგ ქალაქ აუროვილად ჩამოყალიბდა. (აშრამი-ადგილი, სადაც ცხოვრობენ ინტენსიური სულიერი პრაქტიკით დაკავებული ადამიანები).


მარტიმანდირი აუროვილის ცენტრშია განთავსებული. ეს არის ოქროს გუმბათიანი შენობა, სადაც ყველა მოსახლე იკრიბება და მედიტირებს. გუმბათის თავზე ბროლის ბურთია დაკიდული, რომლის კაშკაშა სინათლე პირველად აბრმავებს, მთელი დღის მანძილზე ბურთი გარშემორტყმულია მზის ნაკადით.



ქალაქი მოეწყო 50 ათასი ადამიანისთვის, ახლა აქ მუდმივად 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს. უმეტესობა მათგანი ინდოეთიდან მოვიდა, მაგრამ არიან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი ცხოვრობენ სახლებში, რომლებიც მდებარეობს სპირალზე და ქალაქის ცენტრისკენ არის მიმართული, ყველა აკეთებს თავის საქმეს. ქალაქი თავის თავს თავად პატრონობს. აქ არის მაღაზიები, ქარხნები, თონეები, სასადილო, რომელიც მუშაობს მზის ბატარეებზე, არის სკოლები, კინოთეატრები, მუსიკალური სკოლა და კიდევ ადგილობრივი გაზეთები.


ყველა მთავარ გადაწყვეტილებას შეიმუშავებს სპეციალისტების ჯგუფი და ერთობლივი სხდომა ამტკიცებს. აქ არ არის ქალაქის მერი ან ერთი რომელიმე გამოკვეთილი პერსონა. აუროვილის მოქალაქე ყველას შეუძლია გახდეს . გამოსაცდელი დრო ერთი წელია, რომლის გასვლის შემდეგ შესაძლოა მოქალაქეებმა უარიც კი უთხრან ქალაქში ცოვრებაზე. თუ თქვენ იქ ცხოვრებას გადაწყვეტთ, თავადვე უნდა იყიდოთ სახლი, რომელიც თქვენი საკუთრებაა, სანამ იქ ცხოვრობთ. ყველა მოქალაქე, რომელიც მუშაობს აურელიაში იღებს ხელფასს 90 ევროს. აქ ბევრი ახალგაზდა ოჯახია. ფერმერების და ინჟინრების გვერდით ქალაქი არ განიცდის არც მხატვრების, არც არქიტექტორების, არც პედაგოების და არც ექიმების ნაკლებობას. ადგილობრივები დარწმუნებულნი არიან რომ გლობალური ექსპერიმენტის მონაწილეები გახდნენ, რომელი ექსპერიმენტიც კაცობრიობას სარგებელს მოუტანს.



აქ მანქანები არ არის, არის მხოლოდ ტაქსი. ქალაქში ცხოვრება მრავალფეროვანია და სულაც არ არის იოლი. ყოველ დღე გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და ვერაფრით ვერ მოახერხებ განმარტოებას. აქ ჩამოსული წყვილები ხშირად მალევე შორდებიან, ქალაქში ჩამოსულ ახალმოსახლესაც, რომელიც არავის იცნობს, სულ მალე ყველას ნაცნობი გახდება. აუროვილში საერთოდ არ არის საკომუნიკაციო ბარიერი. ადგილობრივები გახსნილები დაუჯერებლად მშვიდები არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: postalioni.com

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016