reportiori.ge - რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:01
მსოფლიო
რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 01:59


რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ლევანტინ გრუპზე" დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოვლენათა მონიტორინგს ახორციელებს.


ორგანიზაციის განცხადებით, რუსული ავიაგამანადგურებელი სირიის სამხრეთ რაიონში ახორციელებდა ფრენას, რა დროსაც ისრაელის სივრცეში შეიჭრა. თუმცა, დამატებითი დეტალები, თუ სად დაფიქსირდა სივრცის დარღვევა და რა ტიპის თვითმფრინავზეა საუბარი, უცნობია.


ოფიციალური წყაროები ინციდენტის შესახებ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.


ეს რუსეთის თვითმფრინავის მიერ ისრაელის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი ფაქტი არ არის. გასული წლის ნოემბერში რუსული ავიაგამანადგურებელი გოლანის მაღლობის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მაშინ რუსულ თვითმფრინავს ისრაელმა, რადიოკავშირის საშუალებით, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016