reportiori.ge - ლალი მოროშკინა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ემზადება (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:27
საზოგადოება
ლალი მოროშკინა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ემზადება (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 10:29



არასამთავრობო ორგანიზაციის „ძლიერი ქალი-ძლირი სახელმწიფოს" თავმჯდომარე და დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ემზადება:


- ქალბატონო ლალი, გავიგეთ რომ ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობისათვის ემზადებით...

 

-დიახ, ეს ჩემი საყვარელი სპორტია, თავადაც მოფარიკავე გახლავართ. შემოთავაზება  ჯერ კიდევ 3 წლის წინ მივიღე, მაგრამ მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო პენიტენციურ სისტემაში, და მე როგორც მინისტრის მრჩეველი ერთი წუთითაც ვერ ვტოვებდი ციხეებს უყურადღებოდ. საბედნიეროდ ეს დრო სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.


ფარიკაობის ფედერაციას დღეს ხელმძღვანელობს მეორე ვადით არჩეული არჩილ გოგელია-რომელიც ტელევიზიაშიც და სპორტშიც ჩემი საპატივსაცემო უფროსი პედაგოგი და მეგობარია.


- ესე იგი ფარიკაობის ფედერაცია ყოფილი ჟურნალისტების საყვარელი ადგილია?


- ბატონი არჩილი წლების განმავლობაში პირველი არხის წარმატებული ხელმძღვანელი გახლდათ, ფარიკაობის ფედერაციაშიც ძალიან წარმატებულად მოღვაწეობს, საერთოდ ამ ფედერაციას საოცარი ისტორია და წარსული აქვს. ჩვენი ვეტერანის სპორტსმენები მსოფლიო დონის ოსტატები არიან: ნუგზარ ასათიანი და  ვლადიმერ აფციაური ოლიმპიური ჩემპიონები გახლდნენ.გურამ კოსტავა ოლიმპირი პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონები ბატონი იურა ოსიპოვი და გივი ანდრიაძე - ქვეყნის სიამაყეა! წამოგვეწია ახალგაზრდა თაობაც, მაგალითად სანდრო ბაზაძე (ევროპის ორგზის ჩემპიონი) რომელიც ემზადება ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა სასურველია მეტი და მეტი და ასეც იქნება.


- ალბათ  მამაკაცებთან რთული ბრძოლა მოგელით?


- არა მგონია, მოფარიკავეები პირველ რიგში ჯენტლმენები არიან, მათ კარგად ესმით, რომ ჩემი სახით დიდ ქომაგს და ნამდვილ მეგობარს შეიძენენ. ვფიქრობ ახალი სისხლი ფარიკაობის ფედერაციაში, ქალთა მიმართულების გააქტიურება და ახალგაზრდებში ამ სპორტის პოპულარიზაცია-ჩვენი საერთო მიზანია.



ფოტო ირაკლი გედენიძე


 

 

 

 

 

 

 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016