არასამთავრობო ორგანიზაციის „ძლიერი ქალი-ძლირი სახელმწიფოს" თავმჯდომარე და დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ემზადება:
- ქალბატონო ლალი, გავიგეთ რომ ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობისათვის ემზადებით...
-დიახ, ეს ჩემი საყვარელი სპორტია, თავადაც მოფარიკავე გახლავართ. შემოთავაზება ჯერ კიდევ 3 წლის წინ მივიღე, მაგრამ მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო პენიტენციურ სისტემაში, და მე როგორც მინისტრის მრჩეველი ერთი წუთითაც ვერ ვტოვებდი ციხეებს უყურადღებოდ. საბედნიეროდ ეს დრო სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
ფარიკაობის ფედერაციას დღეს ხელმძღვანელობს მეორე ვადით არჩეული არჩილ გოგელია-რომელიც ტელევიზიაშიც და სპორტშიც ჩემი საპატივსაცემო უფროსი პედაგოგი და მეგობარია.
- ესე იგი ფარიკაობის ფედერაცია ყოფილი ჟურნალისტების საყვარელი ადგილია?
- ბატონი არჩილი წლების განმავლობაში პირველი არხის წარმატებული ხელმძღვანელი გახლდათ, ფარიკაობის ფედერაციაშიც ძალიან წარმატებულად მოღვაწეობს, საერთოდ ამ ფედერაციას საოცარი ისტორია და წარსული აქვს. ჩვენი ვეტერანის სპორტსმენები მსოფლიო დონის ოსტატები არიან: ნუგზარ ასათიანი და ვლადიმერ აფციაური ოლიმპიური ჩემპიონები გახლდნენ.გურამ კოსტავა ოლიმპირი პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონები ბატონი იურა ოსიპოვი და გივი ანდრიაძე - ქვეყნის სიამაყეა! წამოგვეწია ახალგაზრდა თაობაც, მაგალითად სანდრო ბაზაძე (ევროპის ორგზის ჩემპიონი) რომელიც ემზადება ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა სასურველია მეტი და მეტი და ასეც იქნება.
- ალბათ მამაკაცებთან რთული ბრძოლა მოგელით?
- არა მგონია, მოფარიკავეები პირველ რიგში ჯენტლმენები არიან, მათ კარგად ესმით, რომ ჩემი სახით დიდ ქომაგს და ნამდვილ მეგობარს შეიძენენ. ვფიქრობ ახალი სისხლი ფარიკაობის ფედერაციაში, ქალთა მიმართულების გააქტიურება და ახალგაზრდებში ამ სპორტის პოპულარიზაცია-ჩვენი საერთო მიზანია.
ფოტო ირაკლი გედენიძე
მოამზადა სალომე ჯანდიერმა