reportiori.ge - პრემიერ-მინისტრი გენერალ სერ ჰარი ჯონსონს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:06
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გენერალ სერ ჰარი ჯონსონს შეხვდა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 10:51

 

 

უსაფრთხოების თემები და კრიზისების ეფექტური მართვის საკითხები განიხლეს საქართველოს პრემიერმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და   ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა კრიზისების საკითხებში სერ ჰარი ჯონსონმა მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ შეხვედრაზე.


პრემიერმა ბრიტანელ გენერალს მადლობა გადაუხადა საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრის ჩამოყალიბებასა და ამოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის. 


ხაზი გაესვა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სიტუაციური ოთახის მნიშვნელობას, რომელიც დღეს იხსნება. გამოითქვა იმედი, რომ  სიტუაციური ოთახის ამოქმედების შემდეგ, კრიზისულ სიტუაციებში უწყებების კოორდინაცია და კრიზისული ვითარების მართვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


საუბარი შეეხო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.


შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დაესწრო.


გენერალი სერ ჰარი ჯონსონი 1990-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში.




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016