reportiori.ge - რადიო „ვინილი“ - მუსიკა ლაპარაკის ნაცვლად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:52
პრეს-დაიჯესტი
რადიო „ვინილი“ - მუსიკა ლაპარაკის ნაცვლად
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 11:24



„ვინილის" შემოქმედებით ჯგუფში სულ სამი წევრია: მუსიკალური მენეჯერები - ბექა ონიანი, ნატალი გოგიჩაიშვილი, მუსიკალური რედაქტორი - სოფო ღლონტი.   


ბექა ონიანი, მუსიკალური მენეჯერი: 


- ამ რადიოს ერთ-ერთი პრინციპი იყო: ნაკლები ლაპარაკი, მეტი მუსიკა! ამან გაამართლა. ასე რომ, დიჯეი არ გვყავს. ისმის მხოლოდ მუსიკა. ჩვენი რადიო თავის სახელწოდებას ამართლებს. გადის მხოლოდ კარგი მუსიკა, რომელიც მოგონებებთან და ემოციებთან არის დაკავშირებული და ყველას რაღაცას გვახსენებს. მე, პირადად, 90-იან წლებს მახსენებს, დენი რომ არ იყო და ფანრის რადიოს ვუსმენდით.
რაც შეეხება „ვინილის" backstage-ს, წყნარი ჯგუფი ვართ, ვარჩევთ მუსიკას, ძირითადად, იმაზე ვკამათობთ რომელი კომპოზიცია უფრო მნიშვნელოვანია და რომელმა უნდა იტრიალოს უფრო ხშირად.  
ჩვენ  გვაქვს „ფეისბუკგვერდი", რომელიც, სხვათა შორის, ძალიან პოპულარულია. ჩვენს მსმენელს სოციალური ქსელის საშუალებითაც ვეკონტაქტებით, ვდებთ ამა თუ იმ სიმღერას და მათ მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. აქ ყველა იპოვის თავის კომპოზიციას, რომელიც ცხოვრების რომელიმე მონაკვეთს გაახსენებს.




ნატალი გოგიჩაიშვილი, მუსიკალური მენეჯერი:



- შეიძლება ითქვას, რომ პირველი რადიო ვართ, რომელმაც ყველა ნოსტალგიური ჰიტი შეკრიბა. ვაკმაყოფილებთ ყველა ასაკის მსმენელის გემოვნებას. გვაქვს საინტერესო რუბრიკებიც: „ფავორიტი", „კინოვინილი", „ქართული ვინილი"...


სამუშაო პროცესი შინაურულია. განვიხილავთ, რა და როგორი სიხშირით უნდა გავიდეს ეთერში. ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს ვუშვებთ. როცა „ვინილს" ჩართავთ, თქვენს სიმღერას იპოვით! ჩვენი სლოგანია: „მუსიკა ლაპარაკის ნაცვლად". ამ სლოგანის განმარტებაც ძალიან მარტივია: ჩვენს რადიოში მსმენელს არ შეაწუხებს დიჯეის გაუთავებელი საუბარი, მხოლოდ საინფორმაციო ჭრები გვაქვს. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ „ვინილმა", სულ რაღაც, სამი წლის განმავლობაში ამდენი მსმენელის შეკრება მოახერხა.



ბოლოს კი ნახეთ რადიო „ვინილის" backstage ჩვენს ფოტორეპორტაჟში.




ფოტოგრაფი: ნინი მანდარია






















წყარო: funtime.ge, ქეთევან საგინაშვილი 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016