reportiori.ge - ''თბილისის მერია ციხისძირში სამუშაოებს არ აწარმოებს!'' - მერია განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:37
საზოგადოება
''თბილისის მერია ციხისძირში სამუშაოებს არ აწარმოებს!'' - მერია განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 11:34

 

 

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



„სოციალური ქსელების საშუალებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის მიერ  ვრცელდება ინფორმაცია და ფოტოები, რომ თითქოს სპეციალური ტექნიკა, რომელზეც განთავსებულია თბილისის მერიის საშვი, ციხისძირში გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებს.

 

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას.

 

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფოტოებზე აღნიშნული ავტომანქანები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ ეკუთვნის. რაც შეეხება ტექნიკაზე განთავსებულ საშვებს, ისინი თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით გაიცა და მხოლოდ სტიქიის ზონაში გამოიყენებოდა.

 

როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში საკუთარი სპეციალური ტექნიკით არაერთი კომპანია იყო ჩართული და სრულიად შესაძლებელია, ფოტოზე აღნიშნული ავტომანქანებიც რომელიმე კომპანიის საკუთრებაა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.



მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016