დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და კომპანია „GWP"-ის წარმომადგენლებთან ერთად ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი, რომელიც დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში დეპუტატის ინიციატივით გაითვალისწინეს, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ის მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლას ითვალისწინებს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სრულად დაიგება ასფალტის საფარი და აღნიშნული ტერიტორია კეთილმოეწყობა.
რიმა ბერაძის განცხადებით, ზემო ჩუღურეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულისათვის დასრულდება.
დღესვე, თბილისის მთავრობის წევრებმა ართვინის N53-ში მდებარე ე.წ „ფეზეოს" შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულეს და მათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას უახლოეს მომავალში დაჰპირდნენ.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა