ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს საქველმოქმედო ორგანიზაციის მიმართვის ტექსტს და მოქალაქეებს მიმართავს:
„ჩემო მეგობრებო, მჯერა, უარს არ ვიტყვით! ვისაც სიმღერით, ცეკვით, რისი შესაძლებლობაც იქნება, დაუდექით მხარში“, - წერს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში.
***
„მარტის დასაწყისში ვგეგმავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის მხარდასაჭერ საქველმოქმედო აქცია-კონცერტს, სადაც ასევე მოეწყობა ცნობილი ადამიანების პირადი ნივთების (სამახსოვრო წარწერით და ავტოგრაფით) აუქციონის წესით გაყიდვა. იმედი გვაქვს, რომ ამ აქციით თავს მოვუყრით სარემონტო თანხის მცირე ნაწილს მაინც, რათა შესაძლებელი გახდეს ფართის ნაწილობრივი გარემონტება და დღის ცენტრის დროულად ამუშავება.
გთხოვთ, რომ შემოგვიერთდეთ და მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში“, - ნათქვამია სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა