reportiori.ge - ილია მეორე: დიდგორის ომი სიმბოლოა საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:58
საზოგადოება
ილია მეორე: დიდგორის ომი სიმბოლოა საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა!
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 13:37



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიონის მიძინების ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა დავით მეფის შესახებ იქადაგა.



გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დღეს. ეს დღესასწაული განსაკუთრებულია საქართველოსთვის, ჩვენთვის. წმინდა დავით აღმაშენებელი თითქოს გახდა სიმბოლო საქართველოსთვის. მისი თავდადებული მოღვაწეობა მაგალითია ჩვენთვის. 16 წლის ჭაბუკს დაადგეს უმძიმესი გვირგვინი მეფობისა და მან გამოიჩინა საოცარი სიბრძნე, ანალიტიკური აზროვნება, წინდახედული გეგმები. დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა.

წმინდა დავით აღმაშენებელს საოცარი გონება გააჩნდა. იგი აღზრდილი იყო სასულიერო პირის მიერ.

ჩვენთვის ეს დღესასწაული განსაკუთრებულია იმითაც, რომ ამ დღეს ეკურთხა ჩვენი ალმა მატერი" სახელმწიფო უნივერსიტეტი. მრავალმა სასულიერო პირმა დაამთავრა ეს სასწავლებელი. დავით აღმაშენებელის სიტყვები, როცა გელათის აკადემია დაარსდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი ათენი და მეორე იერუსალიმი თავისი მეცნიერებითა და სულიერებით, ეს თითქოს გადმოვიდა ჩვენს სასწავლებლებზე და ყოველი სასწავლებელი უნდა ხელმძღვანელობდეს ამ გეგმით, სულიერი სიმაღლით", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.



უწმინდესმა დღევანდელი დღე უნივერსიტეტის რექტორს ლადო პაპავას, რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და იქ მომუშავე პირებს მიულოცა.



ღმერთმა ინებოს, დავით აღმაშენებლის ლოცვით, მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.




სიონის ტაძარში წმინდა დავით აღმაშენებლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი დასრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის მღვდელთმსახურებთან ერთად გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა და სხვა პირები.





მოამზადა ნათია ცუხიშვილმა





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016