სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ქვეყანაში არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა არ არსებობს.
მისი თქმით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს კომპეტენციები გამიჯნულია და განსაზღვრულია კანონით.
„მე მოვისმინე, რომ ქვეყანაში არსებობს ორი პარალელური სტრუქტურა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს. უშიშროების საბჭო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა თავისი კომპეტენციით და ფუნქციებით, ხოლო კრიზისების მართვის საბჭო არის თავის ფუნქციებით და კომპეტენციებით ასევე აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ეს განსაზღვრული და დადგენილია კანონით. რაც შეეხება მოსაზრებებს, შეიძლება მრავალი არსებობდეს ამ საკითხზე, კიდევ ბევრ საკითხზე. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხებზე სამუშაო რეჟიმში ვიმსჯელოთ, მაგრამ ზედმეტი პოლიტიზება არ ვარგა, ვინაიდან ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
მისიივე თქმით, მზად არის, სამუშაო ვითარებაში ნებისმიერს შეხვდეს.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა