საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, საელჩო ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პერიოდში.
„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოსი დემოკრატიის წარმატება. საქართველოს დემოკრატიისთვის წელს მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები ტარდება. ჩვენი პრიორიტეტია ასევე, რომ პოლიტიკური სცენის ყველა მოთამაშის ხმა ისმინებოდეს მოსახლეობის მიერ, რაშიც მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საელჩო დაინტერესებულია იმ მოვლენებით, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს მედიაგარემოს და მიმდინარე პროცესებს. ამიტომ, ვითხოვეთ შეხვედრა „მაესტროს" ხელმძღვანელობასთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას, ამიტომ მოხარული ვართ, რომ გარკვეულ მოთამაშეებთან გვქონდა შეხვედრა. მომავალში გვსურს ვიხილოთ, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ის, რასაც ვეძახით თანაბარ სათამაშო ველს", - განაცხადა იან კელიმ.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა