reportiori.ge - გოგლა ჟვანია: NATO-მ მიგვიღოს თავის რიგებში – ნიშნავს, რომ აუტკივარი თავი აიტკიოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:09
პოლიტიკა
გოგლა ჟვანია: NATO-მ მიგვიღოს თავის რიგებში – ნიშნავს, რომ აუტკივარი თავი აიტკიოს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 15:37

 

 

 „საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი, იმპლემენტაციაზე გაკეთდეს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხერხდება" - NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ამ  განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრიგოგლა ჟვანია „რეპორტიორთან" საუბრისას ეხმაურება. ჟვანიას თქმით, საქართველოსთვისMAP  მიზანი არ უნდა გახდეს. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ NATO-სთან დაახლოებისთვის საქართველომ ნაბიჯები უნდა გადადგას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო კონფლიქტურ სიტუაციაშია რუსეთთან, NATO საქართველოს პრობლემებს თავს აარიდებს.


„აპატურაის განცხადება იმ რეალობას ასახავს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ადამიანმა პირდაპირ გვითხრა, რომ  MAP-ის მიღება გამორიცხულიაო. MAP ნამდვილად არ უნდა გახდეს ჩვენი მიზანი. ბუნებრივია, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა ჩვენი დაახლოება მოხდეს  NATO-სთან.  თუმცა, რეალურად, საქართველოს მომავალში NATO-ში გაწევრიანება  არ ელოდება, ეს ჩვენი რეალობაა. რეალობაა, გამომდინარე იქიდან, რომ NATO თავის რიგებში ვერანაირად ვერ მიიღებს ქვეყანას, რომელიც საკმაოდ კონფლიქტურ ვითარებაშია ჩართული რუსეთთან. საქართველოს ტერიტორია ჩვენი მეზობლის მიერ არის ოკუპირებული, ამ მეზობელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, საკმაოდ რთული ვითარებაა. გარკვეული დათბობა ჩვენსა და რუსეთს შორის მოხდა, ყინული შედარებით გალღვა, თუმცა, შოკური მდგომარეობიდან გამოსული არ ვართ. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ზედმეტია NATO-ში გაწევრიანებაზე საუბარი. NATO  ჩვენს პრობლემებს კისერზე არ აიკიდებს, NATO-მ  მიგვიღოს თავის რიგებში - ეს ნიშნავს, რომ აუტკივარი თავი აიტკიოს და ჩვენი პრობლემები აიკიდოს. ბუნებრივია, ეს  არ გამორიცხავს, რომ ჩვენ არ ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით, აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ NATO-სთან.  

 

აპატურაიმ მკაფიოდ თქვა, რომ MAP - ეს არის ინსტრუმენტი და არა მიზანი. მიზნისკენ შეიძლება სხვა გზებითაც იარო. NATO-ს თემები, სამწუხაროდ, საქართველოს სინამდვილეში ძალინ ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანია.  პოლიტიკური მიზნებისთვის, ქულების დაწერისა ან დისკრედიტაციისთვის  ამ თემების გამოყენება ხშირად ხდება. რეალურად ისე ვხედავ ამ საკითხს, როგორც ვისაუბრე, ვფიქრობ, ეს არის სინამდვილე" , - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016