ტელეკომპანია „მაესტროს" წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სურს, სჯეროდეს, ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან. მაკა ასათიანი ტელეკომპანიაში „მაესტროს" თანამშრომლებს უნდა შეხვდეს.
„ყოველთვის მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ ადამიანები სიტუაციის მსხვერპლები არიან. დიდი შანსია, რომ ისინიც იყვნენ მსხვერპლი. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ასეა.
რაც ტელეკომპანიას ვფლობ, მუდმივად ხდება შეთავაზება გასხვისებაზე. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო, დავრწმუნებულიყავით იმ ადამიანის წარმომავლობაში, ვისგანაც ეს შეთავაზება მოდიოდა, რადგან „მაესტრო" თავისუფალი არხია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი ქმარი პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებთ და არც ბიზნესის ლობირებისთვის გამოგვიყენებია ტელევიზია", - განაცხადა მაკა ასათიანმა.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა