reportiori.ge - კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და გიორგი ბაქრაძე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:33
პოლიტიკა
კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და გიორგი ბაქრაძე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 17:12

 

 

პრეზიდენტის ადმინისტაციაში  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩევის მორიგი ეტაპი დღეს დასრულდა.


ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შეფასების შედეგად წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან სამმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს კანდიდატებია - კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და  გიორგი ბაქრაძე.


კანდიდატები წინასწარ   შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. ეს კრიტერიუმებია  - პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.


შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და  ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.


ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად,  დღეს წარუდგენს.


გიორგი აბაშიშვილმა შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია შეფასების პროცესში ჩართულ ექსპერტებს წერილობით  უკვე მიაწოდა და პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.


კანდიდატის შერჩევის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წარმომადგენლები.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016