reportiori.ge - ზურაბ ქადაგიძე: თუ სიტუაცია შეიცვლება, ყველაფერს გავაკეთებთ, ეს გარიგება რომ არ შედგეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:10
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: თუ სიტუაცია შეიცვლება, ყველაფერს გავაკეთებთ, ეს გარიგება რომ არ შედგეს!
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 17:46

 

 

„ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ადევნებს თვალს ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს. „კავკასუს ონლაინი" აპირებს საკუთარი ინტერნეტ მომსახურების გაყიდვას, რა ინფორმაციაც ამ ეტაპზე არსებობს. საუბარია საცალო სეგმენტის მომსახურების გაყიდვაზე და არა სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის შესაძლო გასხვისებაზე!" - ამ განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„ბოლო პერიოდში რამდენიმე პოლიტიკური ფიგურის განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საკუთარი თავის პიარს და აშკარად შეიცავს პროვოკაციის ნიშნებს, კერძოდ, მათ ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევა სურთ.

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საუბარია საცალო მომსახურების გაყიდვაზე და არა მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე, რომელიც თავის მხრივ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ წარმოადგენს სახელწიფო მნიშვნელობის ობიექტს, მისი მეშვეობით ასევე ინტერნეტი მიეწოდება აზერბაიჯანს, სომხეთს და ირანს.

 

გარდა სტრატეგიული მნიშვნელობისა, მას ასევე დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოსათვის. სამომავლოდ მას აქვს შესაძლებლობა, მთლიანად დაფაროს როგორც ირანის, სომხეთის და აზერბაიჯანის, ასევე ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის ტერიტორია.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადებები, რომელთა პოზიციაც თანხვედრაშია და აცხადებენ, რომ არ განიხილება ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის რუსულ კომპანიაზე მიყიდვა.

 

ღრმად გვწამს, რომ ეს მართლაც ასეა და პრემიერ-მინისტრის განცხადება სიმართლეს შეიცავს.

 

გპირდებით, თუ სიტუაცია შეიცვლება და მართლაც, დღის წესრიგში დადგება რუსული კომპანიისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის შესაძლო მიყიდვის საკითხი, ჩვენი ორგანიზაცია პირველი იქნება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარიგება არ შედგეს და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი კვლავ ქართული მხარის ხელში დარჩეს", - აცხადებს ქადაგიძე.



იხილეთ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: http://reportiori.ge/?menuid=2&id=88283




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016