პოლიტიკა
პრემიერი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
08 თებერვალი, 2016. 18:50
საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს და რეგიონში შექმნილ ვითარებას.
მარგოტ ვალსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესებში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
გიორგი კვირიკაშვილმა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27