reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: MAP არ გვაძლევს გარანტიას, რომ აგრესიის მსხვერპლი არ აღმოვჩნდებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:52
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: MAP არ გვაძლევს გარანტიას, რომ აგრესიის მსხვერპლი არ აღმოვჩნდებით
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 18:50

 

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ამჯერად საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი NATO-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება უნდა იყოს. მისივე თქმით, უკეთესი იქნება, ყურადღება იმპლემენტაციაზე გამახვილდეს, რადგან MAP-ის მიღება ამ ეტაპზე შეუძლებელია. აპატურაის ამ განცხადებას, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან"საუბრისას ეხმაურება. რადგან MAP-ის მონიჭება ძალიან გაჭიანურდა, ექსპერტი ეჭვობს, რომ ამის მიზეზი ის იყოს, რომ საქართველოს რაღაც აქვს შეუსრულებელი. მისივე თქმით, MAP არ იძლევა იმის გარანტიას, რომ აგრესიის მსხვერპლი არ აღმოვჩნდებით.

 

„იმდენი კომპლიმენტი გვაქვს მიღებული იმის თაობაზე, რომ საქართველო NATO-ს სტანდარტების შესრულებაში შესანიშნავად მიიწევს წინ, ალბათ, ეს კომპლიმენტები გვაფიქრებინებს, რომ მიზეზი შესაძლოა რაღაც სხვაში იყოს. ერთ-ერთ მიზეზად ყველა ასახელებს ამერიკის პრეზიდენტიდან დაწყებული, რომ NATO-ში გაწევრიანება შეიძლება, ამ ახალი დემოკრატიის, ანუ პოსტაბჭოთა ქვეყნებისთვის სახიფათო იყოს. ბუნებრივია, ხიფათი იგულისხმება რუსეთის მხრიდან, ეს ქვეყნები ამ ხიფათს რომ აარიდონ, ზოგჯერ ჭიანურდება, ზოგჯერ უნდა მოიფიქრონ სხვა რამ, MAP-ზე უკეთესი, როგორც იტყვიან, მაგრამ პროცესი ჯერჯერობით ისევ ისეა. ვფიქრობ, საქმე ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს აპატურაის განცხადებაში, რომ NATO-ში შესვლაზე უფრო უნდა ვიფიქროთ, რადგან MAP-ს კიდევ ერთი ხარვეზი აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, MAP არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ აღმოვჩნდებით აგრესიის მსხვერპლი. იმიტომ რომ MAP არ არის მყისიერი გაწევრიანება, იქ კიდევ რაღაც საფეხურებია გასავლელი და მერე დადგება გაწევრიანების საკითხი. ასე რომ, NATO-ს მეხუთე პუნქტი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც MAP გაქვს. NATO თავის შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს იმ ქვეყნის დასაცავად, რომელსაც მხოლოდ MAP აქვს მიღებული. ამ მხრივ შეიძლება დღეს დასავლეთი ფიქრობს სხვა გზაზე - რადგან მიიჩნევენ, რომ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს დასავლეთის მხრიდან დაცვა სჭირდება, ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ არა MAP-ის, არამედ პირდაპირ NATO-ს სტრუქტურაში მოათავსებს ამ რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს" , - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016