საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ორგანიზაცია „ეროვნულების" მიერ მომზადებული კონსტიტუციური ცვლილების შესახებ წერს და აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომაზე საკითხის დღის წესრიგში დადგომისთვის 76 პარლამენტარის ხელმოწერაა საჭირო.
„რამდენიმე დღეში სახელი და გვარით დავინახავთ, თუ ვინ რას წარმოადგენს პარლამენტში!!! ვინ მოაწერს, ან არ მოაწერს ხელს ჩემს მომზადებულ კონსტიტუციურ ცვლილებას (ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი), რომელის ხელმოწერაც დღეს ორგანიზაცია "ეროვნულებმა" პარლამენტში დაიწყეს!!! ძალიან საინტერესოა რომელი პარლამენტარი იტყვის უარს და ამით ღიად დაუჭერს მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას!
მინიმუმ 76 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო რათა კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდეს..."- აღნიშნავს ტომარაძე გავრცელებულ განცხადებაში.