დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქორწინების შესახებ მომზადებული კონსტიტუციური ცვლილების განხილვას პარლამენტი ა ჩქარობს და ამის მიზეზი მისთვის ნათელია:
„25 წელია პოლიტიკაში ვარ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტის დეპუტატი ვიყავი, საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი და მე ეხლა ვინ უნდა მომატყუოს??? მეცინება!!! სიმწრისგან მეცინება!!!
უკვე ვიცი ზოგიერთი შეშინებულის პასუხი (პარლამენტში დღევანდელი ლიბერასტების შემოტევის მერე) ვინც გულზე ხელს ირტყამდა და გაყვიროდა ერთსქესიან ქორწინებას არ დავუშვებო (ერთმა უკვე მითხრა)- "აი ეხლა ჩვენ დავიწყებთ მაგ საკითხზე მუშაობას, ჩვენვე შევქმნით კომისიას, მერე შესწორების პროექტს და მერე გავიტანთ სესიაზეო, „ეროვნულებს" ამბიცია აწუხებთ და ჩქარა უნდათ ყველაფერიო. ამასობაში საპარლამენტო არჩევნებიც მოვა, ჩვენს ხარჯზე ლიბერასტები მანდატებს ჩაიდებენ ჯიბეში და ადიოოოს ოცნება ჩვენს კანონპროექტზე, მერე ერთსქესიანთა ქორწინებასაც დააკანონებენ და ვიაროთ ჯემალის და მურთაზის ქორწილებში...
აგერაა და 76 ხელმოწერა ჭირდება და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ქართველოფობების პარპაში. დროის გაწელვას თქვენ მასწავლით???"- წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.