reportiori.ge - მამუკა ხუციშვილი: ბანკომატიდან ხელფასის აღებისას შესაძლებელია, ყალბი ფული შეგრჩეთ -+
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:54
პრეს-დაიჯესტი
მამუკა ხუციშვილი: ბანკომატიდან ხელფასის აღებისას შესაძლებელია, ყალბი ფული შეგრჩეთ -+
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 10:42

 

 

„იცით, რომ ბანკიდან და ბანკომატიდან ყალბი ფული გაიცემა?" - ამის შესახებ საერთაშორისო საბანკო ექსპერტი მამუკა ხუციშვილი აცხადებს. როგორც ხუციშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნავს, „ბანკომატიდან ხელფასის აღებისას შესაძლებელია, ყალბი ფული შეგვრჩეს".

 

 

„საქართველოს ეროვნული ორგანული კანონის მიხედვით, ფულთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ იმ პროფესიონალს აქვს, რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა. ფულის შემოწმების სამსახური ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიქმნა, როცა ეროვნული ბანკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა ევროპის თითქმის ყველა ბანკი მომატარა, ასევე ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროში მიმავლინა, სადაც ტრენინგი გავიარე. საბოლოოდ ევროპიდან ფულის დამცავი საიდუმლო ნიშნები ჩამოვიტანე და საქართველოში 8000 მოლარე გადავამზადე, მაგრამ 2005 წლიდან ეროვნულმა ბანკმა ყალბი ფულის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, შეწყვიტა.

 

ბანკომატიდან ხელფასის აღებისას შესაძლებელია, ყალბი ფული შეგრჩეთ. მაგალითად, „საქართველოს ბანკის" ისნის ერთ-ერთმა ფილიალმა ყალბი 5-ლარიანი გასცა, ხოლო „თიბისი ბანკმა" - ყალბი 100-დოლარიანი. ორივე შემთხვევაში მოქალაქეებს ეჭვი შეეპარათ, ბანკს მიაკითხეს, სადაც კუპიურა ჩამოართვეს, ფული კი არ დაუბრუნეს!

 

მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო: თუ ბანკომატიდან დოლარი ან ლარი აიღეთ და მის ნამდვილობაში ეჭვი შეგეპარათ, იცოდეთ, იქვე ვიდეოთვალია დამაგრებული, ამიტომ ადგილს მოუშორებლად ნომინალი კამერის სიმაღლეზე ასწიეთ, ფულის ნომერი დააფიქსირეთ და ბანკს კუპიურის გამოსაცვლელად მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ", -განაცხადა მამუკა ხუციშვილმა.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ასავალ-დასავალი"




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016