reportiori.ge - ლეონიდ თიბილოვი: ფატუ ბენსუდას განცხადებებში ორმაგ სტანდარტებსა და მიდგომებს ვხედავთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:17
სამართალი
ლეონიდ თიბილოვი: ფატუ ბენსუდას განცხადებებში ორმაგ სტანდარტებსა და მიდგომებს ვხედავთ
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 11:15



ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებებში ორმაგ სტანდარტებსა და მიდგომებს ხედავს.



საოცარია, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოში სწორედ საქართველო დაესხა სამხრეთ ოსეთს, მშვიდ ქალაქ, ბავშვებსა და ქალებს. დღეს კი, ბენსუდას განცხადებებში აშკარად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებსა და მიდგომებს.
ბენსუდას განცხადება, რომ ომის დროს დაიღუპნენ ქართველი მშვიდობისმყოფელები, აბსურდია.
სწორედ ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა, რომელსაც მშვიდობის უზრუნველყოფა ევალებოდა და სამმხრივ ფორმატში მუშაობდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოპერაციის დაწყებამდე დისლოკაციის ადგილი დატოვა.
ომის დროს სინამდვილეში რუსი მშვიდობისმყოფელები დაიღუპნენ. მე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა არ მომხდარა. ცხინვალის რაიონის ქართული მოსახლეობა წინასწარ გაიყვანეს საქართველოში. მათ იცოდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი იქნება და სოფლების დატოვებისას, თავად ანადგურებდნენ და წვავდნენ საკუთარ სახლებს", - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.



მისივე თქმით, მის ხელისუფლებას არა აქვს მოლოდინი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასკვნები ობიექტური იქნება.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016