reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მოსახლეობას ვპირდები, რომ პირნათლად ვემსახურები ჩემს ქვეყანას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 03:49
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მოსახლეობას ვპირდები, რომ პირნათლად ვემსახურები ჩემს ქვეყანას!
20 ნოემბერი, 2013. 22:18

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობა ნდობა გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი გამოსვლა პარლამენტში უმრავლესობის, შსს-ს თანამშრომლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობით დაასრულა. 

"დღეს მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მთავრობა გაამართლებს თქვენს ნდობას. ეს იქნება ქმედითი მთავრობა და შეასრულებს პროგრამით გაწერილ ყველა ვალდებულებას. ჩვენ ვიშრომებთ 24-საათიან რეჟიმში, თავს არ დავზოგავთ და მივაღწევთ იმ შედეგებს, რომელიც ჩვენთვისაც საამაყო იქნება და ქვეყნისთვისაც. ასევე მინდა, ამ ტრიბუნიდან მივმართო ჩემი ყოფილი სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ მე მათთან ერთად მართლაც რთული წელი გავატარე. მე ვამაყობ თქვენით! ეს დღე მართლაც ემოციურია ჩემთვის. ჩემი გამოსვლა დავიწყე მადლობით ბატონი ბიძინას მიმართ და მინდა, გამოსვლა ასევე მადლობით დავამთავრობო: ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა, რომ ის ნდობა, რომელიც ხალხმა თქვენ გამოგიცხადათ, გვანდეთ ჩვენ. ეს პირადად ჩემთვის  და მთავრობის თითოეული წევრისთვის დიდი პასუხისსმგებლობაა. მინდა, გულით გითხრათ, რომ თქვენ ყოველთვის იყავით ჩემთვის სამაგალითო და ყოველთვის ასე დარჩებით. გპირდებით, რომ იმ მტკიცე ერთობას, რომელიც თქვენ "ქართული ოცნების" სახით შექმენით, შენარჩუნებული იქნება. ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ ერთგულად და ღირსეულად გავაგრძელებ თქვენ მიერ დაწყებულ საქმეს და პირნათლად ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016