საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტსდონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები იყო - ვიზების ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირთან თანამშრომლობა.
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება. საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრიდავით ბაქრაძე დაესწრნენ.